среда, 25 ноября 2009 г.

ხევსურეთი


1. პროექტის სახელწოდება: ხევსურეთი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: ხევსურეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მასალების მოძიება და მათი შესწავლა-გაანალიზება.
3.
პროექტის სრული აღწერა: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეებს შორის განსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩევა ხევსურეთი. ხევსურეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული თვალსაზრისით შესწავლაზე მუშაობენ მოსწავლეთა ჯგუფები. მოსწავლეები უკავშირდებიან ხევსურეთის ადგილობრივ მოსახლეობას, იწერენ მათგან ინტერვიუებს, აკეთებენ ჩანახატებს, აგროვებენ აუდიომასალებს, მოიძიებენ შესაბამის ლიტერატურას. მოსწავლეები მოიძიებენ, შეისწავლიან და დაადგენენ ხევსურეთის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებრივ პირობებს, ისტორიას, ეკონომიურ მდგომარეობას, საზოგადოებრივ ყოფას, ჩაცმულობას, ხალხურ ჩვეულებებს, მატერიალური კულტურის ძეგლებს და ა. შ. მოაწყობენ ექსკურსიებს ხევსურეთში, შექ მნიან ფოტოალბომს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა. შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი განთავსდება ერთ საიტზე.
4. მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლონ აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუების ჩაწერა, ფოტო და ვიდეომასალების მოძიება, ჩანახატების შესრულება, ფოტოალბომის შექმნა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება ფოტოალბომი, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მ იხედვით.

8. გაეცნობიან ხევსურეთის ეთნოგრაფიას, ისტორიას, გეოგრაფიას, ეკონომიკურ მდგომარეობას, საზოგადოებრივ ყოფას, ჩაცმულობას, ხალხურ წეს-ჩვეულებებს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია-გაეცნობიან ხევსურეთის ისტორიას, ეთნოგრაფიას, ამ კუთხის როლს საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაში,

გეოგრაფია-გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს, შეისწავლიან ხევსურეთის ლანდშაფტს, კლიმატს და მის გავლენას ამ კუთხის ხალხზე.

ქართული ლიტერატურა-სხვადასხვა საშუალებებით (ინტერნეტი, წიგნი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა. ხელოვნება-ხელოვნების სხვადასხვა დარგის გაცნობა( ხალხური რეწვა, ქარგვა, ქსოვა და სხვა). ფოტოების და ნახატების გამოფენა, გააანალიზებენ, როგორ არის კინოხელოვნებაში ასახული ხევსურეთისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა და ორიგინალობა(წეს-ჩვეულებები, ჩაცმულობა, ცეკვები და სხვა).

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების შესახებ

11 .მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12 : მალვინა მარგველაშვილი

13 margvelashvili2@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http//www.xevsureti-malvina.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий